აშშ ახლო და საშუალო სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებიდან გავიდა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ ახლო და საშუალო სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებიდან გავიდა – 1 თებერვალს ჟურნალისტებთან ბრიფინგზე თქვა. დეკემბრის დასაწყისში პომპეომ თქვა, რომ ეს 60 დღეში მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი შეთანხმების დარღვევას არ შეწყვეტს.
შეთანხმება 30 წელზე მეტი ხანი ფუნქციონირებდა. ულტიმატურის ვადა 2 თებერვალს იწურება. ვაშინგტონი თვლის, რომ რუსეთმა შეთანხმება 9М729-ის წარმოებით დაარღვია – “დოიჩე ველე” წერს.

ახლო და საშუალო სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმება 1987 წელს საბჭოთა კავშირის პრეზიდენტს მიხეილ გორბაჩოვსა და აშშ-ს პრეზიდენტს რონალდ რეიგანს შორის გაფორმდა. საშუალო და ახლო მანძილის რაკეტები მსოფლიოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენენ, რადგანაც მიზნამდე მისასვლელად რამდენიმე წუთი სჭირდებათ ისე, რომ მეორე მხარეს თავის დაცვის საშუალებას არ უტოვებს.

banner
წინა სტატიაშინატო ახლო და საშუალო სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებიდან გასვლას მხარს უჭერს
შემდეგი სტატიაევროკომისია პოლონეთიდან ექსპორტირებული გაფუჭებული ხორცის საქმეს გამოიძიებს