“ნათლად ჩანს დანაშაულის ნიშნები” – ლევან იზორია გონიოში დაკარგული სპეცრაზმელების საქმეზე

გონიოში დაკარგულ სპეცრაზმელებთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის მინისტრი მასშტაბურ დანაშაულს არ გამორიცხავს. ლევან იზორიას განცხადებით, გამოძიება დაადგენს თუ ვინ არის პასუხისმგებელი მომხდარზე.

დღეს უნდა გახდეს ცნობილი თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება, ჩაერთვებიან თუ არა ზღვაში დაკარგული სპეცრაზმელების ძებნის ოპერაციაში სამოქალაქო მყვინთავები.

„სამძებრო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება, თურქულმა მხარემ ითხოვა მინიმუმ სამი დღე ამ ოპერაციებისთვის, შესაძლოა ეს კიდევ გაგრძელდეს დაახლოებით ერთი კვირა. ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული გარემოებები იკვეთება, სადაც ნათლად ჩანს დანაშაულის ნიშნები, თუმცა ბუნებრივია ამ დეტალებზე საუბრისგან მე თავს შევიკავებ. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ერთი კონკრეტული პიროვნების ბრალეულობა იყოს, არამედ უფრო ფართო წრის. ყველაფერია დასაშვები, გარემოებები გვაძლევს ამის საფუძველს,“- განაცხადა ლევან იზორიამ.

banner
წინა სტატიაშიბრიუსელში ქალი დანით ავტობუსის მგზავრებს თავს დაესხა და ორი მგზავრი დაჭრა
შემდეგი სტატიათინათინ ხიდაშელი განცხადებას ავრცელებს