თინათინ ხიდაშელი განცხადებას ავრცელებს

“უსუფაშვილი-რესპუბლიკელების” ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატის, თინათინ ხიდაშელის საარჩევნო შტაბის განცხადება ვრცელდება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოსახლეობას უცხადებენ, რომ თავდაცვის მინისტრობის პერიოდში, თინა ხიდაშელს არ მოუღია გადაწყვეტილება სავალდებულო გაწვევის გაუქმების შესახებ და შესაბამისად, გაწვევა გრძელდება ჩვეულებრივი წესით.

“თინათინ ხიდაშელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლებში შეხვედრებს განაგრძობს.

ბოლო ერთი კვირის მანძილზე, პრაქტიკულად ყველა სოფელში, შეხვედრების დროს, მოსახლეობა გვაწვდის ერთსა და იმავე ინფორმაციას სავალდებულო გაწვევის შესახებ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოსახლეობას უცხადებენ, რომ თავდაცვის მინისტრობის პერიოდში, თინა ხიდაშელს არ მოუღია გადაწყვეტილება სავალდებულო გაწვევის გაუქმების შესახებ და შესაბამისად, გაწვევა გრძელდება ჩვეულებრივი წესით.

სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ ვერ დაძლია საბჭოური მანკიერი ტრადიციები მსგავსი მეთოდებით მოქმედებს და ებრძვის ოპონენტებს.

ყველა დაინტერესებული პირის საყურადღებოდ, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ თინათინ ხიდაშელის მიერ, თვდაცვის მინისტრობის დროს გამოცემული ბრძანების შესაბამისად, შეიარაღებულ ძალებში გაწვევა გაუქმებულია. ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაშია და შესაბამისად, ყოველგვარი ქმედება შეიარაღებულ ძალებში ახალგაზრდების გაწვევის თაობაზე უკანონოა.

ამასობაში, სამწუხაროდ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ინიციატივას არ შემოურთდნენ შინაგან საქმეთა და სხვა უწყებები და შესაბამისად, გაწვევა რომელიც ამჟამად მიმდინარეობს შეეხება ყველა სხვა უწყებას, გარდა თავდაცვის სამინისტროსი”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“ნათლად ჩანს დანაშაულის ნიშნები” – ლევან იზორია გონიოში დაკარგული სპეცრაზმელების საქმეზე
შემდეგი სტატია“ეს ამბავი შესაძლოა სუს-ის ფაბრიკაციაა”- გიორგი კანდელაკი ტერორიზმის საქმეზე