ნათია მეზვრიშვილი: შინაგან საქმეთა სამინისტრო, დღეს, ისე როგორც არასოდეს, არის მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე

ტელეკომპანია მაესტროს ეთერში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ზვიად რატიანის თემის კომენტირებისას განაცხადა, რომ „ჩვენ მზად ვართ ვესაუბროთ ყველა იმ პირს, რომელიც ამ პროცესებშია ჩართული“.
“რაც შეეხება ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტს, ეს ყველაფერი დაფიქსირებულია დროებით მოთავსების იზოლატორში შედგენილ სათანადო ოქმში. ამასთან დაკავშირებით ჩტარდება ექსპერტიზა და დადგინდება როგორც დაზიანების მიყენების მექნიზმი, ასევე, დაზიანების მიყენების სიმძმე, რის შესახებაც, ბუნებრივია, მოხდება საზოგადოების ინფორმირება.
წინასწარ დიაგნოზთან , მიყენების მექანიზმებთან და სიმძმესთან დაკავშირებით, , სანამ გამოძიება დეტალებს არ გაარკვევს, ბუნებრივია, გაგვიჭირდება ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. მინდა, რომ საზოგადოებას ერთი რამს დავპირდე – შინაგან საქმეთა სამინისტრო, დღეს, ისე როგორც არასოდეს, არის მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე. ჩვენ მზად ვართ ვესაუბროთ ყველა იმ პირს, რომელიც ამ პროცესებშია ჩართული,-აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.

banner
წინა სტატიაში,,გამუდმებით ვილოცებ თქვენი უწმინდესობის და უნეტარესობისთვის – ვთხოვ უფალს, რომ თქვენს გულში მეც მომიჩინოს ადგილი”
შემდეგი სტატიასაქართველოს სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ეწვია