საქართველოს სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ეწვია

საქართველოს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ეწვია.

სარგსიანს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველ​ი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში, გიორგი საგანელიძე დახვდნენ.

სერჟ სარგსიანის ოფიციალური დახვედრის ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს პირებთან – პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან.

banner
წინა სტატიაშინათია მეზვრიშვილი: შინაგან საქმეთა სამინისტრო, დღეს, ისე როგორც არასოდეს, არის მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე
შემდეგი სტატიაშსს მესტიაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს