ნათია მეზვრიშვილი : ოთარ ფარცხალაძის საქმის დეტალებზე პროკურატურა ისაუბრებს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი ოთარ ფარცხალაძის საქმესთან დაკავშირებით დეტალების დაკონკრეტებისგან თავს იკავებს.

როგორც ჟურნალისტებს მეზვრიშვილმა განუცხადა, საქმეზე მთავარი პროკურატურა განცხადებას ძალიან მალე გაავრცელებს.

„ამ საკითხზე დეტალებს ვერ მოგახსენებთ, პროკურატურა განცხადებას ძალიან მალე გაავრცელებს და დეტალებს იხილავთ. საქმეზე დეტალებს ვერ გეტყვით. ზოგადად, რაც ბოლო პერიოდში, წინასაარჩევნო პერიოდში ხდება, რატომღაც, ყველაფერი არჩევნების თემას უკავშირდება”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“დაიწყოს ხალხის გადაყვანა უსაფრთხო ადგილას სანამ დროა”- ნათელაშვილი დიდ მიწისძვრას ელოდება
შემდეგი სტატიასერგი კაპანაძე : ხელისუფლება არჩევნებში დამარცხების შედეგად შეშფოთდა და ახლა ცდილობენ, საზოგადოებას მოაჩვენონ, რომ რაღაც პრობლემებს გადაჭრიან