“დაიწყოს ხალხის გადაყვანა უსაფრთხო ადგილას სანამ დროა”- ნათელაშვილი დიდ მიწისძვრას ელოდება

„ლეიბოისტების“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ბოლო პერიოდში მომხდარ მიწისძვრებს ეხმაურება:

„საქართველოში პოლიტიკურ რყევებს მიწისძვრები ემატება.ყოველდღიურად ხდება სეისმური რყევები, ასეთ წუხელ კიდევ ზედიზედ ორჯერ დაფიქსირდა,ხშირად მათი ეპიცენტრი მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში და განსაკუთრებით თბილისშია. მეცნიერეულად ცნობილია რომ დიდი მიწისძვრისათვის ეს მოვლენები არც თუ იშვიათად შესამზადებელ ეტაპს წარმოადგენს. მთავრობა კვლავ ზეცაში იყურება. მოვუწოდებ ხელისუფლებას სასწრაფოდ გადამოწმდეს ის უამრავი ავარიული შენობა სადაც ადამიანები ცხოვრობენ, დაიწყოს მათი გამაგრება,დემონტაჟი და ხალხის გადაყვანა უსაფრთხო ადგილას. სანამ დროა.მერე ტრადიციულად არ თქვან მოულოდნელი იყოო.“- წერს შალვა ნათელაშვილი ფეისბუკზე.

banner
წინა სტატიაშისაარჩევნო კამპანიის პროცესში სიძულვილის ენის გამოყენება და სხვა ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობა გრძელდება – საია
შემდეგი სტატიანათია მეზვრიშვილი : ოთარ ფარცხალაძის საქმის დეტალებზე პროკურატურა ისაუბრებს