ნათია მეზვრიშვილი – ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში, რაც ეხება საგანგებო მდგომარეობას, მოქალაქეებმა უნდა გარეკონ 144-ზე

ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში, რაც ეხება საგანგებო მდგომარეობას მოქალაქეებმა უნდა დარეკონ 144-ზე, მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას, ყველა სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ, ნებისმიერ საკითხზე, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ორი საკომუნიკაციო საშუალება არსებობს 144 და 112. ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ 112-ზე, ყველა სხვა შეკითხვაზე კი 144-ზე.

„კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მინდა ვისაუბრო ეს გახლავთ 144, მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზი. საკმაოდ ბევრი ზარი შემოვიდა გუშინ და თუ რაიმე შეფერხება იყო მინდა ბოდიში მოვუხადო მოქალაქეებს იმიტომ, რომ როგორც კი დამატებითი რეგულაციები შემოვიღეთ, ერთი საათის განმავლობაში 15 000 ზარი შემოვიდა, თუმცა ტექნიკური შეფერხებები რაც იყო ყველაფერი გასწორებულია. ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში, რაც ეხება საგანგებო მდგომარეობას, მოქალაქეებმა უნდა დარეკონ 144-ზე, მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას, ყველა სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ, ნებისმიერ საკითხზე. აინტერესებთ, როგორ უნდა გადაადგილდნენ? აინტერესებთ სად არის განთავსებული ბლოკპოსტები? აინტერესებთ მანქანაში, როგორ და რამდენი უნდა ჩასხდნენ? აინტერესებთ, რომელია ის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც გადაადგილება დასაშვებია? აინტერესებთ სახლიდან გარეთ, რა შემთხვევაში შეუძლიათ გამონაკლისის შემთხვევაში გასვლა? კიდევ ერთხელ ვამბობ, აკრძალვები არის მაქსიმალური, აქედან არის დაწესებული მინიმალური გამონაკლისები. ორი საკომუნიკაციო საშუალება არსებობს, 144 და 112, რომელზეც კორონავირუსის სიმპტომების შემთხვევაში შეუძლიათ მოქალაქეებმა დარეკონ და მიიღონ შესაბამისი ცოდნის მქონე ადამიანებისგან, სახლიდან გაუსვლელად ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია“ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა

banner
წინა სტატიაშინათია მეზვრიშვილი – სამზე მეტი ადამიანის თავშეყრა მათ შორისგულისხმობს იმას, რომ ე.წ. ბირჟაზე 5 და 6 ადამიანი არ უნდა დადგეს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: მთავრობისა და ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ვალუტის გადამცვლელი პუნქტების დახურვის შესახებ ფრიად საეჭვო ღონისძიებაა