მიხეილ სააკაშვილი: მთავრობისა და ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ვალუტის გადამცვლელი პუნქტების დახურვის შესახებ ფრიად საეჭვო ღონისძიებაა

საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ვალუტის გადამცვლელი პუნქტების დახურვის შესახებ ფრიად საეჭვო ღონისძიებაა, რომელიც მთლიანად კლავს კონკურენციას სავალუტო ბაზარზე და ხელებს უხსნის ბანკების მონოპოლიას ამ სეგმენტში. რაც უკიდურესად უარყოფითად აისახება განსაცდელში ჩავარდნილ მოქალაქეებზე.
შესაბამისად, ხელისუფლება და ეროვნული ბანკი ვალდებულნი არიან დააწესონ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის კურსებს შირის მინიმალურად დაბალი და ფიქსირებული მარჟა, რათა დავიცვათ მოქალაქეთა ინტერესები და მთლიანად შევზღუდოთ ბანკების მტაცებლური სპეკულატიური ინტერესები. დღეს უნდა ვზრუნავდეთ მოქალაქეთა ინტერესების მაქსიმალურ დაცვაზე და არა ბანკების გამდიდრებაზე. ნუ მისცემთ ბანკებს იმის საშუალებას, რომ ამ უდიდესი განსაცდელის ჟამს მოქალაქეთა ხარჯზე იშივონ მილიონები. არ ეყოთ რაც ძარცვეს აქამდე? ეს უპატიებელი დანაშაული იქნება ქვეყნისა და ერის წინაშე-წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

დღეს, 31 მარტს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განუსაზღვრელი დროით ჩერდება ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და რიგი სხვა საფინანსო მომსახურების მიმწოდებელი სუბიექტების ოფისებიდან მუშაობა. ამათგან, ყველას შეეძლება შესაძლებლობის შემთხვევაში დისტანციურად გააგრძელოს მუშაობა, გარდა ვალუტის გადამცვლელებისა.

banner
წინა სტატიაშინათია მეზვრიშვილი – ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში, რაც ეხება საგანგებო მდგომარეობას, მოქალაქეებმა უნდა გარეკონ 144-ზე
შემდეგი სტატიასოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან დევნილთა ოჯახებს საკვები პროდუქტები გადასცეს