ნათია მეზვრიშვილი : არჩევნები ჩატარდება უსაფრთხოდ, ეპიდემიოლოგების მიერ განსაზღვრული ყველა წესის დაცვით, ეს ეხება როგორც ამომრჩევლებს, ისე დამკვირვებლებს

არჩევნები ჩატარდება უსაფრთხოდ, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით და ეპიდემიოლოგების მიერ განსაზღვრული ყველა წესის დაცვით, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, უსაფრთხოებაზე საუბრისას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი გულისხმობს როგორც ამომრჩევლებს, ისე დამკვირვებლებს.

„წინ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, შესაბამისმა სამსახურებმა უკვე იმუშავებს, ამაზე დეტალურად უკვე ცესკო ისაუბრებს ალბათ და შესაბამისი უფლებამოსილი პირები, თუმცა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები ჩატარდება უსაფრთხოდ, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით და ეპიდემიოლოგების მიერ განსაზღვრული ყველა წესის დაცვით. ეს ეხება როგორც ამომრჩევლებს, ისე დამკვირვებლებს,“ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმცირე ზომის საარჩევნო უბნები – “ნაციონალური მოძრაობა” წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს
შემდეგი სტატიადედაქალაქის მერი კავკასიის სასწავლო და საგამოცდო ცენტრის გახსნას დაესწრო