მცირე ზომის საარჩევნო უბნები – “ნაციონალური მოძრაობა” წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს

“ნაციონალური მოძრაობა” წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს. ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამბობს, რომ რამდენიმე საარჩევნო უბანი მცირე ზომისაა და ოპოზიციის წარმომადგენლებს სრულყოფილად მუშაობის საშუალება არ ეძლევათ.

“წარმოუდგენელია, ამ პატარა, 25 კვადრატულ მეტრში ადამიანებმა ხმა მისცენ, ანდა – დამკვირვებლები შევიდნენ. ეს უბნები არ ექვემდებარება პროტოკოლს და არ ექვემდებარება იმ დადგენილებას, რომელიც არსებობს ცესკოში.

მე მინდა, მივმართო ქალბატონ თამარ ჟვანიას და საოლქო კომისიის თავმჯდომარეს ბატონ გობეჯიშვილს, რომელიც არის ისანში, ნუ გააკეთებენ იმას, რომ დანაშაულის მონაწილეები გახდნენ,” – აცხადებს ხატია დეკანოიძე.

banner
წინა სტატიაშიფოთში ფონდი “ქართუ” კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას ახორციელებს
შემდეგი სტატიანათია მეზვრიშვილი : არჩევნები ჩატარდება უსაფრთხოდ, ეპიდემიოლოგების მიერ განსაზღვრული ყველა წესის დაცვით, ეს ეხება როგორც ამომრჩევლებს, ისე დამკვირვებლებს