ნათელაშვილი: გოგი წულაიას დაპატიმრება ივანიშვილის პირადი ანგარიშსწორებაა

„ოპოზიციონერ გოგი წულაიას დაპატიმრება ივანიშვილის პირადი ანგარიშსწორებაა“, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ნათელაშვილის თქმით, წულაიას მიმართ წაყენებული ბრალი კი აგებულია სპეცსამსახურთა მიერ მომზადებულ–პროვოცირებული ბინძური ოპერაციის სქემაზე.

„ოპოზიციონერ გოგი წულაიას დაპატიმრება ივანიშვილის პირადი ანგარიშსწორებაა. ამ მოღვაწის პოლიტიკური პოზიციისა და საქმიანობის გამო,რაც მთლიანად ჯდება მიმდინარე სასტიკი რეპრესიების ტალღაში.წაყენებული ბრალი კი აგებულია სპეცსამსახურთა მიერ მომზადებულ–პროვოცირებული ბინძური ოპერაციის სქემაზე. ამრიგად დასჯილთა რიგებს შეემატა კიდევ ერთი პოლიტპატიმარი აქედან გამომდინარე ყველა შედეგით“, – წერს ნათელაშვილი.

17 მარტს, გოგი წულაია ნაცნობ ქალზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. თავდაპირველად გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობს, მოგვიანებით კი წულაიას ძალადობიტ ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების მუხლით ბრალი დაუმძიმდა.

banner
წინა სტატიაშიეკატერინე ტიკარაძე: ვაპირებ აცრის გაკეთებას
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე: “ქართულ ოცნებასთან” ინდივიდუალურ მოლაპარაკებებზე დაჯდომას არ აპირებს