“დიახ, რა თქმა უნდა, ვაპირებ აცრის გაკეთებას. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველა საჯაროდ ავიცრათ სხვადასხვა ვაქცინით. ჩინური ვაქცინა, რომელზეც არაერთი მითია, გადაწყვეტილი იყო, რომ მე ამ ვაქცინით ავიცრებოდი ”, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გადაცემაში”რუსთავი 2″-ის ეთერში განაცხადა.
ტიკარაძის თქმით, ორშაბათს იქნება ცნობილი რა კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებენ.