ნათელაშვილი – საოჯახო ბიზნესი აქვთ აწყობილი, ცოლი არჩევნების შედეგს ადასტურებს, ქმარი გადათვლის შედეგებს უმოწმებს – მელა და კუდი

მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ „სამართლიანი არჩევნები“ ისევეა ბიძინა ივანიშვილისა და თამარ ჟვანიას კონტროლის ქვეშ, როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისია, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, „სამართლიანი არჩევნები“ ისევე მოსყიდული, დაბულინგებული და მართვადია, როგორც დანარჩენი სახელმწიფო სტრუქტურები ქვეყნაში.

„დაანებონ თავი უაზრო, უკბილო თავის მართლებას, მათ საკუთარი კარიერა დაამთავრეს ამ ფორმით, აღნიშნული ორგანიზაციის შენარჩუნება დაუშვებელია, რადგან ისინი გახდნენ რუსი ოლიგარქის ადვოკატური, ამ დროს გრანტებს იღებენ ამერიკიდან. ცნობის სახით მოგახსენებთ, რომ მითითებულ ორგანიზაციაში, ერთ-ერთ წამყვან ფიგურად, არც მეტი, არც ნაკლები, არჩევნების გამყალბებელი კენტავრი ქალბატონი ჟვანიას ქმარია. საოჯახო ბიზნესი აქვთ აწყობილი, ცოლი არჩევნების შედეგს ადასტურებს, ქმარი გადათვლის შედეგებს უმოწმებს. მელა და კუდი“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდე ფაქტო ცხინვალი – საქართველოს ნატო-სთან დაახლოებამ არ შეიძლება არ გამოიწვიოს მღელვარება
შემდეგი სტატიაჟვანია – pvt-ის დაზუსტებული შედეგები მყარად ადასტურებს, რომ არჩევნების ოფიციალური შედეგები ზუსტია