დე ფაქტო ცხინვალი – საქართველოს ნატო-სთან დაახლოებამ არ შეიძლება არ გამოიწვიოს მღელვარება

ოკუპირებული ცხინვალის პოსტკონფლიქტური მოგვარების საკითხებში. ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენლის აპარატი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ შეხვედრაზე განხილვის ერთ -ერთი მთავარი თემა კავკასიის უსაფრთხოების საკითხი იყო.

”სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთისა და რუსეთის წარმომადგენლებმა გამოხატეს სერიოზული შეშფოთება რეგიონალური სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებზე, საქართველოს მიმდინარე მილიტარიზაციის, ნატო-ს სამხედრო ყოფნის გაფართოებასა და მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ინფრასტრუქტურული ობიექტების შექმნასთან დაკავშირებით. საქართველოს დაახლოებამ ნატო-სთან არ შეიძლება არ გამოიწვიოს მღელვარება იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ მეზობელი სახელმწიფოების მიმართ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულებების აღება ვერ შეძლო”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის დროს „სამხრეთ ოსურმა მხარემ“ საქართველოს „ორ ქვეყანას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებთან დაკავშირებით“ მუშაობის დაწყებისკენ მოუწოდა.

„შეხვედრის დროს სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს ორ ქვეყანას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებთან დაკავშირებით მუშაობის დაწყებისკენ მოუწოდეს. ეს შესაძლებელს გახდიდა სასაზღვრო რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით ბევრი იმ პრობლემის მოგვარებას, რაც სასაზღვრო შეთანხმებების არ არსებობის გამო არსებობს,“- აცხადებენ დე ფაქტო ხელისუფლებაში.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავიარეისების მიღებას ახალი წლის პერიოდში განაახლებს
შემდეგი სტატიანათელაშვილი – საოჯახო ბიზნესი აქვთ აწყობილი, ცოლი არჩევნების შედეგს ადასტურებს, ქმარი გადათვლის შედეგებს უმოწმებს – მელა და კუდი