ნათელაშვილი ელჩთან შეხვედრის შემდეგ: მოლაპარაკებები დაწყებულია

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები დაწყებულია.

მისი თქმით, ოპოზიციის პოზიცია უცვლელია – ხელახალი არჩევნები ახალი ადმინისტრაციით.

“მოთელვაა და ამიტომ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. ჩვენ ჩვენს პოზიციაზე ვართ – პარლამენტში არ შევდივართ და ვითხოვთ ახალ არჩევნებს ახალი ადმინისტრაციით. მოლაპარაკებები დაწყებულია, მოთლევის შემდეგ დგება შედეგები, ვნახოთ, რა შედეგი დადგება. რაუნდები დაწყებულია, ერთი შეხვედრით რომ წყდებოდეს ასეთი გლობალური პრობლემები… ქუჩის აქციების მოხსნა არ იგეგმება. მზად ვართ მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის, მზად ვართ ბრძოლისთვის”, – თქვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისამხარაძე – ბოლო დღეებში გამოჩნდა, რომ პოლიტიკურ სპექტრში არიან საღად მოაზროვნე ადამიანები
შემდეგი სტატიაგურჯაანის მუნიციპალიტეტში კაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს