სამხარაძე – ბოლო დღეებში გამოჩნდა, რომ პოლიტიკურ სპექტრში არიან საღად მოაზროვნე ადამიანები

region
ავტ.: region ნოემბერი 12, 2020 16:21

სამხარაძე – ბოლო დღეებში გამოჩნდა, რომ პოლიტიკურ სპექტრში არიან საღად მოაზროვნე ადამიანები

იმედი მაქვს, პოლიტიკურ სპექტრში არიან ადამიანები, რომლებიც საღად აზროვნებენ. ეს უკვე გამოჩნდა ბოლო დღეებში და იმედი მაქვს, მათი რაოდენობა გადაწონის რადიკალურად განწყობილი ოპოზიციონერების რაოდენობას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის დიალოგთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, დიალოგის რესურსი ყოველთვის არსებობს, თუმცა ამისთვის საჭიროა, მხარეებმა კონსტრუქციულობა გამოიჩინონ.

სამხარაძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ დიპლომატიური კორპუსის ჩარევის გარეშე, ოპოზიციური პარტიები კონსტრუქციულ დიალოგზე არ მიდიან.

„დიალოგის რესურსი ყოველთვის არსებობს. ამისთვის საჭიროა, მხარეებმა გამოიჩინონ მაქსიმალური კონსტრუქციულობა და წავიდნენ კომპრომისებზე, მოთხოვნები იყოს დასაბუთებული და არ ეფუძნებოდეს რაღაც ყალბ ამბებს, დეზინფორმაციას და ა.შ. ამიტომ, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რაციონალურობის და იმის, რომ პოლიტიკურ სპექტრში არიან ადამიანები, რომლებიც საღად აზროვნებენ. ეს უკვე გამოჩნდა ბოლო დღეებში და იმედი მაქვს, ამ ადამიამების რაოდენობა გადაწონის იმ რადიკალურად განწყობილი ოპოზიციონერების რაოდენობას და შესაბამისად, დიალოგი დამთავრდება წარმატებით.

ქვეყნების ელჩები და მთელი დიპლომატიური კორპუსი მომხრეა, რომ საქართველოში იყოს მრავალპარტიული პარლამენტი და რომ ეს ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც გადალახეს ერთპროცენტიანი ბარიერი. შემოვიდნენ პარლამეტში. ძალიან სამწუხაროა, რომ დიპლომატიური კორპუსის ჩარევის გარეშე, ეს ოპოზიციური პარტიები კონსტრუქციულ დიალოგზე არ მოდიან.

ჩვენ ვთავაზობთ ოპოზიციას, რომ დაუბრუნდეს საკითხების განხილვის სამართლებრივ ჩარჩოს. თუ მათ სურთ, რომ საქართველოში იყოს სტაბილური პოლიტიკური გარემო და მრავალპარტიული პარლამენტი, მათ პატივი უნდა სცენ ქართველი ხალხის არჩევანს. თუ რაიმე დარღვევები იყო არჩევნების დღეს, ჩვენ მზად ვართ, ეს დარღვევები განვიხილოთ მათთან ერთად, გვაჩვენონ სად, რომელ უბანზე რა პრობლემა არის. ცესკო-მ უკვე გადაითვალა 40 უბანი და დიდად ცვლილებები არ ყოფილა ჯამურ შედეგში.

კიდევ ერთხელ გაგახსენებთ ყველას, რომ საარჩევნო ოქმებზე ხელი მოწერილი აქვს ოპოზიციის11 500 წარმომადგენელს, ეს არ არის 5-7 კაცი, აქედან გამომდინარე, თუ ისინი ამ 11 500 კაცს არ ენდობიან, მოვიდნენ და გვითხრან, რატომ არ ენდობიან“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

region
ავტ.: region ნოემბერი 12, 2020 16:21