ნათელაშვილი: დები იშხნელების სიმღერით დავამთავროთ-“არ დაიჯერო, არ დაიჯერო”

“ოპოზიცია ვერ გატეხა, ვერ შეიტყუა პარლამენტში, შერჩა ერთპარტიული პარლამენტად წოდებული მარაზმი, ამავდროულად დაემხო მისი მფარველი ტრამპის რეჟიმი ვაშინგტონში. ახლა მისი სურვილია და ოცნებაა გადაარჩინოს ჩვენგან მოპარული მილიარდები და შეინარჩუნოს პოლიტიკური ძალაუფლება სირაქლემისეული ჩამალვით ქვიშაში, მაგრამ რა თქმა უნდა, გალაკტიონთან დავიწყოთ — “ვიცი ამ წასვლას, რაც ეწოდება” და დები იშხნელების სიმღერით დავამთავროთ — “არ დაიჯერო, არ დაიჯერო”.-ასე ეხმაურება “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას, პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე.

banner
წინა სტატიაშიპარტია დასრულდა: ეკა ბესელია ივანიშვილის წასვლაზე
შემდეგი სტატიაგოჩა ლორთქიფანიძე: „პენიტენციურ სისტემაში ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს“