ნატანებში მოსახლეობა გაზის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდა

დაძაბული სიტუაციაა ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზემო ნატანებში. ადგილობრივი მოსახლეობა სოფელში გაზიფიცირების არასწორად წარმოებას აპროტესტებს.

სამუშაოების მწარმოებელ კომპანიის თანამშრომლებსა და მოსახლეობას შორის ფიზიკურ დაპისირისპირებას ჰქონდა ადგილი.

როგორც ჩვენი კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, კომპანიის წარმომადგენელმა ადგილობრივებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ნაცემია მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელი დავით სიდამონიძე.

ადგილობრივები მიმდინარე სამუშაოების გამო გადათხრილ გზებს, არასწორად წარმოებულ სამუშაოებს და გაუსაძლის მდგომარობას აპროტესტებს.

მიმდინარე სამუშაოებს ნატანებში STS-ჯგუფი აწარმოებს და მისი ღირებულება 7 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანიის ხელმძღვანელთა განცხადებით, სამუშაოები დეკემბრის ბოლომდე დასრულდება

banner
წინა სტატიაში“ჩვენ გაქვს დეტალური გეგმა, თუ როგორ უნდა განვავითაროთ ესა თუ ის რეგიონი”
შემდეგი სტატია“ევროკავშირი ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებას უჭერს მხარს, სხვადასხვა მეთოდების და ინსტრუმენტების გამოყენებით”