ნარკომომხმარებლებთან მიმართებაში ყოველგვარი რეპრესიული აქცენტები უნდა გამოირიცხოს – ზაზა გაბუნია

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 22, 2018 10:39

ნარკომომხმარებლებთან მიმართებაში ყოველგვარი რეპრესიული აქცენტები უნდა გამოირიცხოს – ზაზა გაბუნია

საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა, სადაც ნარკოპოლიტიკის რეფორმის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ „ქართული ოცნების“ ოფისში იწყება.

ნარკოპოლიტიკაზე მიმდინარე შიდა დაპირისპირების მოსაგვარებლად მმართველ გუნდში მიმდინარე დისკუსიაში ბიძინა ივანიშვილი ერთვება.

როგორც ცნობილია, ამ საკითხზე გუნდში სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს. დეპუტატები ვერ თანხმდებიან როგორ უნდა მოხდეს ნარკოტიკული საშუალებების დოზირება, რა რაოდენობის ნარკოტიკი შეიძლება ჩაითვალოს სისხლის სამართლის დანაშაულად და როგორც უნდა განისაზღვროს სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ზაზა გაბუნია აცხადებს, რომ ნარკომომხმარებლებთან მიმართებაში აუცილებელია, ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკა ძალადობისა და რეპრესიის გარეშე.

„გვაქვს ძალიან მკაფიო დამოკიდებულება ნარკომომხმარებლების მიმართ, ეს არის ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკა, ყოველგვარი ძალადობა და რეპრესიული ძალადობა უნდა გამოირიცხოს ნარკომომხმარებელთან მიმართებაში. მეორეს მხრივ ეს საჭიროებს მკაფიო აქცენტებს მკაფიო ხაზებს იმასთან დაკავშირებით როგორ ვებრძოლოთ ნარკორეალიზაციას“- აცხადებს ზაზა გაბუნია.

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი ლევან კობერიძე დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“, როგორც პროგრესული ძალა, ნარკოპოლტიიკის შესახებაც პროგრესულ კანონპროექტს მიიღებს.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 22, 2018 10:39

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,655
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics