საბოლოო ამოცანა უნდა იყოს, რომ ადამიანები ნარკოტოკის მოხმარებისთვის ციხეში არ უნდა წავიდნენ – ზოიძე

„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრება. შეხვედრაზე ნარკოპოლიტიკის რეფორმის საკითხს განიხილავენ. როგორც სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განუცხადა, საბოლოო ამოცანა უნდა იყოს ის, რომ მომხმარებლები ციხეში აღარ ისხდნენ. რაც შეეხება დოზებს, ზოიძის თქმით, ამასთან დაკავშირებით იქნება მსჯელობა, და თუ ვერ მოხდება შეჯერება, არას თქმა ყოველთვის შესაძლებელია.
„ნარკოგასაღებასთან მიმართებაში პოლიტიკა გამკაცრდება, ხოლო ნარკომომხმარებლებთან დაკავშირებით მოხდება ჰუმანიზაცია. რა დონეზე და რა ვადებში – ეს იქნება მსჯელობის საკითხი. რეალურად, საუბარია იმაზე, რომ საბოლოო ამოცანა უნდა იყოს, რომ ადამიანები მხოლოდ მოხმარებისთვის ციხეში არ უნდა წავიდნენ. ამაზე ყველა თანხმდება. საუბარი იქნება ვადებთან დაკავშირებით და ასევე იმაზე, თუ რა ფორმით მოხდება გარდამავალ ეტაპზე ამის გაკეთება.
რაც შეეხება გარდამავალ ეტაპს, ჩვენ ყველა ოპონენტი უნდა დავარწმუნოთ, რომ ასეთი ცვლილების შედეგად არ მოხდება არანაირად ნარკოტიკების მომხმარებლების რაოდენობის მატება, მათი წახალისება თუ ახალი მომხმარებლების გაჩენა“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ

banner
წინა სტატიაში“ბასიანის” მფლობელი დაკითხვაზე დაიბარეს
შემდეგი სტატიანარკომომხმარებლებთან მიმართებაში ყოველგვარი რეპრესიული აქცენტები უნდა გამოირიცხოს – ზაზა გაბუნია