ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1969 წელს დაბადებული შ. თ. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.

როგორც შს სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, სამართალდამცველებმა, შ.თ.-ს პირადი ჩხრეკისას 5 ცალი ნარკოტიკული საშუალება “მორფინის” შემცველი ამპულა ამოიღეს.

უწყების ინფორმაციით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიბრიტანელი პოლიტიკოსი, რომელიც ყირიმში აპირებდა წასვლას, პარტიიდან გარიცხეს
შემდეგი სტატიასპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება