ბრიტანელი პოლიტიკოსი, რომელიც ყირიმში აპირებდა წასვლას, პარტიიდან გარიცხეს

ბრიტანელი პოლიტიკოსი ბილ ეტრიჯი ლიბერტარიანული პარტიიდან გარიცხეს იმის გამო, რომ ის აპირებდა ეხელმძღვანელა ბრიტანელი პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც ოკუპირებულ ყირიმში უნდა წასულიყვნენ – “ბიბისი” წერს. პარტიის ხელმძღვანელმა ენდრიუ უიზერზმა განაცხადა, რომ ეტრიჯის მოქმედებები, რომელიც პარტიის მოადგილის პოსტს იკავებს, პოლიტიკურ გაერთიანებას რეპუტაციას შეულახავს. “ჩვენ ბატონ ეტრიჯს კომპრომისული შეთანხმება გავუგზავნეთ ხელმოსაწერად, სადაც მას პარტიის დატოვებას 2019 წლის 29 მარტს ვთავაზობდით. მან უარი თქვა ხელი მოეწერა შეთანხმებისთვის, მაგრამ გამოაგზავნა წერილი, სადაც ის აცხადებს, რომ პარტიიდან მიდის” – თქვა უიზერზმა და დაამატა, რომ პარტიიდან გარიცხულია, ასევე, სამდივნოს ხელმძღვანელი ეტრიჯ პოლ ბორტვუდი, რომელიც, აგრეთვე, ყირიმში აპირებდა წასვლას.

ევროპის ქვეყნებმა არა ერთხელ დაგმეს მსგავსი ვიზიტები. ისინი საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ პასუხიმსგებლობის საკითხი დადგება ყირიმში არაკანონიერი შესვლისთვის.

banner
წინა სტატიაშისტოლტენბერგი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ: სარაკეტო შეთანხმებაზე ცვლილებები არ არის
შემდეგი სტატიანარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს