“ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი ვერდიქტი ღირსეული პასუხი იყო ბრალდებულის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულის წინააღმდეგ

15capture_6f166ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი ვერდიქტი ღირსეული პასუხი იყო ბრალდებულის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულის წინააღმდეგ”, – ამის შესახებ მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმის პროკურორის დავით ნეფარიძემ განაცხადა.

პროკურორის შეფასებით, ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული გადაწყვეტილება უპრეცედენტოა. როგორც ნეფარიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი ვერდიქტი ”ღირსეული პასუხი იყო ბრალდებულის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულის წინააღმდეგ”.

”ბრალდების მხარეს ნამდვილად ჰქონდა ნაფიცი მსაჯულების რწმენა, რომ ისინი შეძლებდნენ ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას. ბრალდების მხარის რწმენა აბსოლუტურად გამართლდა. მათ შესაბამისი და ადეკვატური პასუხი გასცეს ბრალდებულის მიერ ჩადენილ ქმედებას, როდესაც მაგდა პაპიძემ ქმარი და 5 წლის შვილი საკუთარი ხელით გამოასალმა სიცოცხლეს. ნაფიცი მსაჯულების ეს გადაწყვეტილება, როდესაც მათ ერთხმად სცნეს დამნაშავედ ბრალდებული წარდგენილ ყველა ბრალდებაში, უპრეცედენტოა”, – განაცხადა დავით ნეფარიძემ.

შეგახსენებთ, მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს. ბრალდება 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. სასჯელის ზომას, მსაჯულთა რეკომენდაციის საფუძველზე, მოსამართლე განსაზღვრავს. 6 ივლისს, 11 საათზე სასჯელს სასამართლო დანიშნავს.

 

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ყველაზე შლეგი ადამიანი, რას ჩაიდენს ვერ განვსაზღვრავ
შემდეგი სტატიაბარაკ ობამა ამერიკელებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს