ნანუკა ჟორჟოლიანი „Fake“ ადა მარშანიას გვერდს დაუპირისპირდა

ურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ადა მარშანიას „Fake“ გვერდს დაუპირისპირდა.

„რუსთავი 2“-დან ჟურნალისტების წასვლასთან დაკავშირებით ადა მარშანიას „Fake“ გვერდიდან ჟურნალისტს დაუწერეს, რომ ახლა მაინც დაისვენებენ, რადგან ნანუკა და „რუსთავი 2“-ის სხვა ჟურნალისტები ეთერში აღარ იქნებიან.

ამის საპასუხოდ კი ნანუკა ჟორჟოლიანმა ადა მარშანიას გვერდს უპასუხა, რომ პარლამენტარის წევრის მოსკოვში გამგზავრებით უფრო დაისვენებს მთელი ერი.

„თქვენ რომ მოსკოვში გაფრინდეთ და აღარ ჩამოფრინდეთ მთელი ქვეყანა დაისვენებს“,- დაწერა ჟურნალისტმა.

ადას კომენტარს ჯერ მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა, შემდეგ კი თავად ნანუკამ უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი2“ -ის გენერალურმა დირექტორმა გამართულ ბრიფინგზე იმ ჟურნალისტების სახელები გამოაცხადა, რომლებიც არხს დატოვებენ. ამ ჟურნალსიტებს შორის მოხვდნენ ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი და ეკა კვესიტაძე.

ამის შემდეგ პირდაპირ ეთერში არხი დატოვეს „კურიერის“ მთავარი გამოშვების წამყვანმა, ხოლო მოგვიანებით „კურიერის“ მთელმა გუნდმა.

banner
წინა სტატიაშისუს-ი საოკუპაციო ძალების მიერ კიდევ ერთი უკანონოდ დაკავებული მოქალაქის გათავისუფლებას ადასტურებს
შემდეგი სტატია27 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე რუსთაველზე, რესპუბლიკის მოედნიდან მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნამდე“ მოძრაობა შეიზღუდება