სუს-ი საოკუპაციო ძალების მიერ კიდევ ერთი უკანონოდ დაკავებული მოქალაქის გათავისუფლებას ადასტურებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საოკუპაციო ძალების მიერ კიდევ ერთი უკანონოდ დაკავებული მოქალაქის გათავისუფლებას ადასტურებს.

18 წლის ცოტნე ქობულაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა 21 აგვისტოს ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავა და ჯარიმის გადახდაც დააკისრა.

„უკანონო დაკავებისთანავე დაუყოვნებლივ ავამოქმედეთ ცხელი ხაზი, ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. აღნიშნული პირი უკანონო პატიმრობიდან უკვე გათავისუფლდა და იმყოფება ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე”- აცხადებენ სუს-ში.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის სალიკვიდაციო პროცესი
შემდეგი სტატიანანუკა ჟორჟოლიანი „Fake“ ადა მარშანიას გვერდს დაუპირისპირდა