ნანგრევებში მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი იპოვეს, ცოცხალია და კონტაქტზე გამოვიდა

ნანგრევებში მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი იპოვეს, ის ცოცხალია და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებთან კონტაქტზე გამოვიდა.

მისი ამოყვანა ჯერჯერობით ვერ ხერხდება და მაშველები ტერიტორიის გაწმენდას ცდილობენ.

შეგახსენებთ, კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე დღეს დილით ჩამოინგრა. ადგილზე სამაშველო სამსახურის, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული. გვერდით მდებარე შენობებიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.

banner
წინა სტატიაში„სახალხო მოძრაობა“ 10 ოქტომბერს თბილისში აქციის გამართვას გეგმავს
შემდეგი სტატიარიჟვაძე – ვიბრძვით თითოეული ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად