რიჟვაძე – ვიბრძვით თითოეული ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად

ვიბრძვით თითოეული ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადასარჩენად, – ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი თორნიკე რიჟვაძე ბათუმში კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„ვიბრძვით თითოეული ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადასარჩენად. ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის ფაქტთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია, ჩართულია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ყველა შესაბამისი სამსახური. მას შემდეგ რაც დასრულდება სამაშველო ოპერაცია, დეტალურად დადგინდება ამ შემზარავი ფაქტის გამომწვევი მიზეზები”, – წერს რიჟვაძე სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშინანგრევებში მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი იპოვეს, ცოცხალია და კონტაქტზე გამოვიდა
შემდეგი სტატიაპროკურატურამ ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალდება გააცნო