ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე, რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი, ილია ძოწენიძე მივიდა

რესპუბლიკის მოედანზე, ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე, რუსეთში მოღვაწე კიდევ ერთი ქართველი ბიზნესმენი, ილია ძოწენიძე მივიდა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან უარყო აქციის დაფინანსება, თუმცა დაადასტურა, რომ დახმარება აქციის ორგანიზატორებს შესთავაზა.

“არაფერი დახმარება ჩემგან არ ყოფილა. მე ვიყავი ვარლამ გოლეთიანთან და ვუთხარი, გინდა თუ არა ჩემი დახმარება. ვარლამ გოლეთიანმა მითხრა, არავითარი დახმარება მე არ მჭირდება. მე ვუთხარი, ეს ხალხი რომ მიდის საწვავი ან ასეთი რამე ახერხებთ-მეთქი?! და არაო მე არ მჭირდება ბევრი ხალხი და არც მაინტერესებსო, აი მისი სიტყვები – თქვენც კარგად იცით.

გვერდში დაგიდგები-მეთქი და ფინანსი და ასეთი რამე არ ყოფილა.

თქვენი საქმე არ იყო ის, რომ გამოაცხადეთ ტელევიზორში ეს ჩამოვიდა რუსეთიდან და ქვეყნის არევა უნდაო, ეს თქვენ არ თქვით?! მილიონი ადამიანი ცხოვრობს რუსეთში, ყველა გამყიდველია?!
რუსეთიდან ჩამოვდივარ ძალიან ხშირად, ამ აქციის გამო ჩამოვედი”,- თქვა მან.

banner
წინა სტატიაშიმაჭარაშვილი – ეჭვები ჩნდება, რომ აქცია არ არის მხოლოდ ჰესთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიალატვიური ავიაკომპანია AirBaltic-ი ბელარუსის საჰაერო სივრცის გამოყენებას წყვეტს