ლატვიური ავიაკომპანია AirBaltic-ი ბელარუსის საჰაერო სივრცის გამოყენებას წყვეტს

ლატვიური ავიაკომპანია AirBaltic-ი ფრენებისთვის ბელარუსის საჰაერო სივრცეს აღარ გამოიყენებს, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კომპანიის პრესსპიკერმა ალისე ბრიდმა განაცხადა.

ამასთან, ლატვიის ტრანსპორტის მინისტრმა ტალის ლინკაიტსმა ასევე განაცხადა, რომ AirBaltic-მა ბელარუსის ტერიტორიის გავლით ფრენების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

მისი თქმით, ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავთან დაკავშირებული ვითარება „არაორდინარულია“.

მისი სიტყვებით, ეს ბადებს მრავალ შეკითხვას ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენის უსაფრთხოების შესახებ.

banner
წინა სტატიაშინამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე, რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი, ილია ძოწენიძე მივიდა
შემდეგი სტატიასამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ ბელარუსის ტერიტორიაზე ფრენების შეჩერების მოთხოვნით განაცხადი მიიღო