ნახევარძმისგან დაფეხმძიმებულ 13 წლის გოგონა რუსეთში სკანდალის მიზეზი ხდება

,,კომსომოლსკაია პრავდას,, ცნობით, ნახევარძმისგან დაფეხმძიმებული 13 წლის ეკატერინბურგელი მოსწავლე რუსეთში ახალი სკანდალისა და მედიაში საგანგებო განხილვის მიზეზი ხდება.

გავრცელებული ინფორმაციით, დედით ობოლმა არასრულწლოვანმა ალიონამ, რომელმაც საკუთარი ნახევარძმისაგან (მამის მეორე მეუღლიდან) ბავშვი უკვე გააჩინა, რუსულ მედიას განუცხადა, რომ მისი ნახევარძმა მას დედის გარდაცვალების შემდეგ ,,ხშირად ამშვიდებდა,, და რამდენიმე ასეთი შეხვედრის შედეგად ის დაორსულდა. გამოძიების ცნობით, სკოლის დირექტორმა იცოდა თუ რატომ არ დადიოდა 13 წლის მოსწავლე სკოლაში, მაგრამ დამალა ეს ფაქტი, ამიტომ ,,სახელმწიფო ორგანოებისათვის არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების შესახებ ინფორმაციის დამალვის გამო,, მას დაპატიმრება ემუქრება.რუსული მედიის ინფორმაციით, აგრეთვე დაპატიმრებულია ეკატერინბურგელი მოსწავლის 20 წლის ნახევარძმა (მამის მხრიდან) რომელსაც არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის გამო 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

banner
წინა სტატიაშისენაკში ავარია მსხვერპლით დასრულდა
შემდეგი სტატია(ვიდეო) შსს-ს თანამშრომლებმა 5 დაკარგული ტურისტი შატილის ხეობიდან გამოიყვანეს