ნაკაიძე: პოლიტიკოსების დიდმა ნაწილმა დღემდე ვერ გაითავისა, რომ ენის მოჩლექით არ უნდა ესაუბრო მოძალადეს, თუნდაც ეს იყოს საპატრიარქო

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ტარიელ ნაკაიძე მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ პოლიტიკოსების დიდმა ნაწილმა დღემდე ვერ გაითავისა, რომ მოძალადეს, თუნდაც ეს საპატრიაქრო იყოს, ენის მოჩლექით არ უნდა ესაუბრო.

“სამწუხაროა, პოლიტიკოსების დიდმა ნაწილმა დღემდე ვერ გაითავისა, რომ ენის მოჩლექით არ უნდა ესაუბრო მოძალადეს თუნდაც ეს იყოს საპატრიარქო.

მინდა, პირველ რიგში ჩემს კოლეგებს ვუთხრა, რომ სასულიერო პირების ძალადობრივი ქმედებებისა თუ მოწოდებების მიმართ ღია და კონკრეტული პროტესტის არ ქონა დიდი საფრთხის მატარებელია, არანაკლებ იმ ძალადობისა, რაც ვიხილეთ რამდენიმე დღის წინ.

კოლეგებო, ჩვენი ვალია შევინარჩუნოთ ქართული სახელმწიფოებრიობა, ჩვენ გვეკისრება დიდი პასუხისმგწბლობა. ღიად და მკაფიოდ უნდა გავემიჯნოთ ამ შავრაზმელთა ბანდებს, თუნდაც ის წარმოადგენდეს რიმელიმე რელიგიურ ინსტიტუტს.

იმის შიში, რომ საპატრიარქოს კრიტიკით, ხმებს დაკარგავთ გასაგებია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ პოლიტიკოსები ვდგავართ არა პრივილეგირებული ორგანიზაციების, არამედ, ადამიანის უფლებების დასაცავად. სამშობლოს დაკარგვას, ხმების დაკარგვა ამჯობინეთ!” – წერს ტარიელ ნაკაიძე.

banner
წინა სტატიაშიბათუმში, რამდენიმე წუთის წინ, მამაკაცი დაჭრეს
შემდეგი სტატიაბურჭულაძე: ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ჩვენმა სამხედროებმა, მებრძოლი სულით საუკეთესოდ წარმოაჩინეს ქართული სახელმწიფო