ნაძალადევში მოსწავლეებს შორის ჩხუბის დროს, შემთხვევის ადგილზე დაახლოებით 40-მდე მოზარდი იმყოფებოდა

ნაძალადევის რაიონში, სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი ჩხუბის თვითმხილველები ყვებიან, რომ დაპირისპირებისას, შემთხვევის ადგილზე დაახლოებით 40-მდე მოზარდი იმყოფებოდა.
როგორც კერძო სკოლა „პეგასის“ თანამშრომლებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, მოსწავლეები მე-12 სკოლის ეზოში იყვნენ შეკრებილი.
თვითმხილველებისთვის უცნობია, მოსწავლეები კონკრეტულად რომელი სკოლების მოსწავლეები იყვნენ.
ამასთან, სკოლა „პეგასის“ თანამშრომლების თქმით, სიტუაციაში დროულად ჩაერთო მე-12 სკოლის მანდატურის სამსახური და სწორედ მან გამოიძახა საპატრულო პოლიცია.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ნაძალადევში, სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიაიან კელი – ნატო-ში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილებები იმის მიხედვით არ უნდა მივიღოთ, რას იზამს ან არ იზამს რუსეთი