იან კელი – ნატო-ში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილებები იმის მიხედვით არ უნდა მივიღოთ, რას იზამს ან არ იზამს რუსეთი

ნატო არ წარმოადგენს საფრთხეს არც რუსეთისთვის და არც ევროპის რომელიმე სხვა ქვეყნისთვის, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩმა იან კელიმ განაცხადა.

მისი თქმით, ნატო-ს აქვს ღია კარის პოლიტიკა, იგი ღიაა იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც დააკმაყოფილეს ყველა მოთხოვნა.

„ნატო არ წარმოადგენს საფრთხეს არც რუსეთისთვის და არც ევროპის რომელიმე სხვა ქვეყნისთვის. ვფიქრობ, გადაწყვეტილებები იმის მიხედვით არ უნდა მივიღოთ, თუ რას იზამს, ან არ იზამს რუსეთი. ნატო-ს აქვს ღია კარის პოლიტკა, იგი ღიაა ქვეყნებისთვის, რომლებმაც დააკმაყოფილეს ყველა მოთხოვნა. ნატო-ს გენმდივანმა უკვე აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი, გახდეს ნატო-ს წევრი. ვფიქრობ, გადაწყვეტილებებიც ფაქტებზე დაყრდნობით უნდა მივიღოთ”, – განაცხადა იან კელიმ.

banner
წინა სტატიაშინაძალადევში მოსწავლეებს შორის ჩხუბის დროს, შემთხვევის ადგილზე დაახლოებით 40-მდე მოზარდი იმყოფებოდა
შემდეგი სტატიაე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებულთა ადვოკატი – მოსამართლის გადაწყვეტილება შერჩევითია