ნაძალადევის რაიონში ორი ახალი სკვერი მოეწყო

ნაძალადევის რაიონში, სამღერეთის ქუჩა N5-ში და გუდამაყრის ქუჩაზე (სანზონის N18 კორპუსის მიმდებარედ) ახალი სკვერები მოეწყო. ლოტკინის სკვერში ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები 1 850 კვ.მ ფართობზე შესრულდა, სანზონის სკვერში კი – 1 080 კვ.მ-ზე.

ორივე დასასვენებელ სივრცეში დამონტაჟდა საბავშვო გასართობი ატრაქციონები, მოეწყო სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი, ბალახის საფარი, ფილები, ბორდიური და საპარკე ინფრასტრუქტურა. ასევე, სამღერეთის ქუჩის სკვერში დამონტაჟდა დასასვენებელი პავილიონი.

ახალი სკვერები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა მიხეილ ყაველაშვილმა, დავით ჭელიძემ და ალექსანდრე ხუჯაძემ დაათვალიერეს.

„აქტიურად ვაგრძელებთ გამწვანებული სივრცეების კეთილმოწყობას. ამ სკვერებში არ არსებობდა საპარკე ინფრასტრუქტურა და ადგილობრივ მცხოვრებლებს არ ჰქონდათ დასასვენებელი სივრცე. ახლა უკვე სრულად კეთილმოწყობილია ორივე სკვერი და მოსახლეობაც კმაყოფილია“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

ორ მისამართზე სკვერების მოწყობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 270 540 ლარი გამოყო.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკს Mastercard-თან ერთად სტუდენტებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს