საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 2562 შემთხვევაა დადასტურებული.

ვებგვერდის მონაცემებით, არ შეცვლილა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და ის კვლავ 1369-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6633 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

banner
წინა სტატიაშისკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო, დიდ ქალაქებში სწავლა ონლაინ რეჟიმში განახლდა
შემდეგი სტატიანაძალადევის რაიონში ორი ახალი სკვერი მოეწყო