ნაძალადევის გამგეობის საუბნო სამსახურის უფროსს ვასილ ბექაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ, ნაძალადევის რაიონის გამგეობის საუბნო სამსახურის უფროსს ვასილ ბექაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა, ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ვასილ ბექაურს პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე ბრალდების მოთხოვნას არ დაეთანხმა. ნაძალადევის რაიონის გამგეობის საუბნო სამსახურის უფროსის ადვოკატი ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნის აუცილებლობას ვერ ხედავს.

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფააქტზე ნაძალადევის რაიონის გამგეობის საუბნო სამსახურის უფროსი ვასილ ბექაური 13 მაისს დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ვასილ ბექაურმა ერთ-ერთ სამეწარმეო სუბიექტის მფლობელს ქალაქ თბილისში ნაძალადევის რაიონში მდებარე დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების სახურავეების შესაცვლელად ჩასატარებელი სამუშაოების გადაცემისა და დაფინანსების სანაცვლოდ ქრთამის სახით გარკვეული თანხის გადახდა მოსთხოვა.

სუს-ის ინფორმაციით, 2016 წლის აპრილში ვასილ ბექაურმა ქრთამის სახით აიღო 1800 ლარი. ამასთან, 2016 წლის 11 მაისს ვასილ ბექაურმა იმავე სამეწარმეო სუბიექტის მფლობელისგან ქრთამის სახით დამატებით მოითხოვა და აიღო 2000 ლარი, რა დროსაც იგი დააკავეს.

banner
წინა სტატიაში“პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირებას საფრთხე არ შეექმნას”
შემდეგი სტატიაფულზე გაყიდული ინტელიგენცია?- ვის რამდენს უხდის ივანიშვილი