“პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირებას საფრთხე არ შეექმნას”

დაველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტის გადმოგზავნას პრეზიდენტის ადმინსტრაციაში, გავმართავთ კონსულტაციებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან და ამის შემდგომ მიიღებს პრეზიდენტი გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ასეთი მნიშვნელოვანი კანონის მიღება მოხდა ფორსირებულად ძალიან სამწუხაროა.

„მესამე მოსმენით ისე მოხდა კანონის მიღება, რომ აქამდე არ არის ვენეციის კომისიის დასკვნა და უკვე გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებს, რაც ძალიან სამწუხაროა. საქართველოს პრეზიდენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტიან ფუნქციონირებას არ შეექმნას არანაირი საფრხე. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა საკუთარი შეშფოთება გააცნო, როგოც პრემიერ- მინისტრს, ისე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს. ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა ისაუბრა საკომიტეტო მოსმენების დროს. ჩვენ დაველოდებით ამ კანონის გადმოგზავნას პრეზიდენტის ადმინსტრაციაში, შემდგომ გავმართავთ კონსულტაციებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან და ამის შემდგომ მიიღებს პრეზიდენტი შესაბამის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, კანონპროექტის გადაგზავნისთვის პარლამენტს შვიდ დღიანი ვადა აქვს, ხოლო პრეზიდენტს ათი დღე აქვს იმისთვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს.

პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონი მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა.
სხდომას პროტესტის ნიშნად ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. მათი შეფასებით, აღნიშნული კანონპროექტის მიღებით სასამართლო სისტემის ჩამონგრევა ხდება.

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძის მოძრაობა განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიანაძალადევის გამგეობის საუბნო სამსახურის უფროსს ვასილ ბექაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა