ნადირაშვილი: სეთურიძე იყო „ფულის კეთების ახალი ხერხების ავტორი“

“ევროპული საქართველო” საგზაო დეპარტამენტის უკვე ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი სეთურიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რამდენი მილიონით დააზარალა სეთურიძემ სახელმწიფო ბიუჯეტი.

ნადირაშვილის თქმით, სეთურიძე იყო „ფულის კეთების ახალი ხერხების ავტორი“. მისივე განცხადებით, ყველა უწყებაში არის კორუფცია და სეთურიძე-ალავიძის მოხსნის მიზეზი არა კორუფციასთან ბრძოლა, არამედ ალავიძე-სეთურიძის ირგვლივ აგორებული სკანდალიდან თავის დაღწევა იყო.

„კორუფცია „ქართული ოცნების“ საფირმო ნიშანია და კორუფცია არის ყველგან. მაგრამ უშვებენ მხოლოდ სეთურიძეს დ ალავიძეს, რაც მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ამ ადამიანების ირგვლივ სკანდალი დაიწყო ეს სკანდალი გახდა ძალიან ხმაურიანი და მოიცვა ფართო მასშტაბები. ეს არის მხოლოდ რეაქცია „ ქართული ოცნების“ მთავრობის, რადგან მოერიდნენ ხმაურის კიდევ უფრო გაღრმავებას.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ სეთურიძის მიმართ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და გამოძიებამ დაადგინოს, რამდენი მილიონით დააზარალა სეთურიძემ ბიუჯეტი, რომელიც იყო ფულის კეთების ახალი ხერხების ავტორი. მე შეგახსენებთ, მისი მოადგილეები როგორ გადადიოდნენ კერძო კომპანიებში და ეს იყო ერთგვარი ფორმა ატკატების მისაღებად“-აცხადებს ირმა ნადირაშვილი.

banner
წინა სტატიაში20 წლიანი ან უვადო თავისუფლების აღკვეთა – შსს ბახალასთვის წარდგენილ ბრალზე
შემდეგი სტატიაპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მსჯავრდებულ გ.გ-ს ბრალდება წარუდგინა