ნადეჟდა სავჩენკო სტრასბურგში პირველად გამოვიდა სიტყვით

უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე, ნადეჟდა სავჩენკო სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საბჭოს სხდომაზე პირველად გამოვიდა.
გამოსვლისას მან რუსული ციხეებიდან უკრაინის მოქალაქეების განთავისუფლებაზე ისაუბრა.
ასამბლეის თავმჯდომარე მიესალმა სავჩენკოს განთავისუფლებას. ასევე მის თანამემამულეებზე გენადი აფანასევსა და იური სოლოშენკოზე ისაუბრა. “პრობლემების გადაჭრა მხოლოდ დემოკრატიას შეუძლია” – განაცხადა აგრამუტმა.

სავჩენკომ ასამბლეას მიმართა, რუსეთზე ზეწოლა განახორციელოს, რომელიც, მისი თქმით, ადამიანის უფლებებს არ იცავს.

შეგახსენებთ, რომ ნადეჟდა სავჩენკო 25 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა შეიწყალა. მას რუსეთში 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

banner
წინა სტატიაშიუეფამ რუსეთის ნაკრებს აუკრძალა კარელიაში დაღუპულებისთვის წუთიერი დუმილით პატივის მიგება
შემდეგი სტატია“საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ”