“საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ”

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის, გიორგი კობერიძის განცხადებით, ყველაზე დაბალანაზღაურებად თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ.

“გაზრდილი ხელფასები მათ უკვე შემდეგ თვეში დაერიცხებათ. ხელფასების ზრდა მინიმუმ, 30 – დან 50 პროცენტამდე იგეგმება, არა მხოლოდ ქუთაისის, არამედ ყველა სერვისცენტრში დასაქმებული ყველაზე დაბალ ანზღაურებადი თანამშრომლებისთვის”.- განაცხადა კობერიძემ.

ხელფასის გაზრდის მოთხოვნით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებმა დღე აქცია გამართეს.

banner
წინა სტატიაშინადეჟდა სავჩენკო სტრასბურგში პირველად გამოვიდა სიტყვით
შემდეგი სტატიაირმა ნადირაშვილმა საპატიმროში მსჯავრდებული თამარ ფხოველიშვილი მოინახულა