„ნაციონალური მოძრაობის” წევრებისა და მხარდამჭერების აქცია დასრულდა

იუსტიციის სამინისტროსთან „ნაციონალური მოძრაობის” წევრებისა და მხარდამჭერების აქცია დასრულდა.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და მისი გათავისუფლება იყო.

აქციაზე ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებსა და სამართალდამცველებს შორის. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დეპუტატებმა შენობაში შესვლა და იუსტიციის მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს, პოლიციელებმა კი ამის უფლება არ მისცეს.

თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილის გოგა მემანიშვილის განმარტებით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები შენობაში იმიტომ არ შეუშვეს, რომ ისინი პოლიციის კორდონის გარღვევას და შენობაში ძალის გამოყენებით შესვლას ცდილობდნენ.

 

 

banner
წინა სტატიაშიუახლოეს დღეებში, ევროპიდან, ასევე ვაშინგტონიდან, ხელისუფლება მიიღებს გზავნილებს
შემდეგი სტატიაიოსელიანი – არ მგონია, ერთი ან მეორე მხრიდან ულტიმატუმებით საუბარი გამართლებული იყოს