„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები იუსტიციის სამინისტროსთან აქციას მართავენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან იუსტიციის სამინისტროსკენ გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა იუსტიციის მინისტრთან შეხვედრაა.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ამბობენ, იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან მათ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კითხვები აქვთ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ აქციები სხვადასხა წერტილში გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიმელია – არსად შეჭრის ამოცანა არ არსებობს – საპროტესტო მოძრაობა იქნება დინამიური
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მონახულებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს