ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ბრუსელში შეხვედრებს მართავენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ვიზიტი ბრუსელში გრძელდება. დელეგაციამ შეხვედრები გამართა ევროპარლამენტში, ევროკომისიასა და ევროპულ საბჭოში.
შეხვედრების ძირითად თემებს შეადგენს საქართველოს ევროკავშირთან მიღწეული ვიზალიბერალიზაცია, ქვეყნის შიგნით მიმდინარე სხვა პროცესები, ასევე ენმ-ში მიმდინარე რეფორმები და სამომავლო გეგმები.

ევროკავშირის წარმომადგენლების განსაკუთრებული ყურადღების საგანს წარმოადგენს რუსთავის 2 -ის, როგორც მთავარი ოპოზიციური არხის საქმე, რომლის შეზღუდვაც, მათი თქმით, საფრთხეს შეუქმნის საქართველოში სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიული განვითარებას.

banner
წინა სტატიაშისაპატრიარქო სასჯელაღსრულების სამინისტროს მოუწოდებს მამა გიორგი მამალაძეს ზიარების მიღების უფლება მისცეს
შემდეგი სტატიაუზენაეს სასამართლოში “რუსთავი 2”-ის საქმის განხილვა დაიწყო