საპატრიარქო სასჯელაღსრულების სამინისტროს მოუწოდებს მამა გიორგი მამალაძეს ზიარების მიღების უფლება მისცეს

საქართველოს საპატრიარქო მიხეილ სააკაშვილთან და გიული ალასანიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო სასჯელაღსრულების სამინისტროს მოუწოდებს მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ზიარების უფლება მისცეს. განცხადება ამის შესახებ მამა გიორგი ანდრიაძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ ზიარების უფლების წართმევა იგივეა, რაც ავადმყოფისთვის წამლის მიღების აკრძალვა.

”არავის აქვს უფლება, მათ შორის, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მიხედვით, შეუზღუდოს ადამიანს და არა მარტო მამა გიორგი მამალაძეს რელიგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალება და განსაკუთრებით ისეთი ფუნდამენტური მოთხოვნილების დაკმაყოფილების, როგორიც ზიარებაა. ეს დაახლოებით იგივეა, რომ ასთმიან ადამიანს არ მისცე წამალი. მე ვერაფერ საშიშროებას ვერ ვხედავ. სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა შეიძლება მოითხოვოს ყველანაირი ნორმის დაცვა, თუმცა სასულიერო პირს, გნებავთ საერო პირსაც, აუცილებლად უნდა ჰქონდეს უფლება, რომ ეზიაროს. ეს მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის რამ არის… ეს არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კანონმდებლობას, ხოლო საქართველოს კანონმდებლობა, თავის მხრივ, არ შეიძლება ეწინააღდეგებოდეს ადამიანის საერთაშორისო უფლებებს, სადაც რელიგიური მოთხოვნილებები პირველ პლანზეა. ეს საერთოდ არ ეხება მამა გიორგი მამალაძის ბრალეულობა-არაბრალეულობის საკითხს. ძალიან ვთხოვთ, რომ ეს ელემენტარული მოთხოვნა დააკმაყოფილონ. ვფიქრობ, გადახედავენ თავის გადაწყვეტილებას, ჩვენ კანონისტები დავეხმარებით ამაში, რომ მოვძებნოთ სამართლებრივი გამოსავალი, თუ არსებობს სამართლებრივი პრობლემა”, – განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე გუშინ საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა მოინახულა.

banner
წინა სტატიაში“ხელისუფლება უნდა შევაჩეროთ ხალხის მასობრივი პროტესტით“- წიკლაური
შემდეგი სტატიანაციონალური მოძრაობის ლიდერები ბრუსელში შეხვედრებს მართავენ