“ნაციონალური მოძრაობა” “ურჩი მინისტრების” მიმართ სანქციების გატარებას ითხოვს

“ნაციონალური მოძრაობა” “ურჩი მინისტრების” მიმართ სანქციების გატარებას ითხოვს, – შესაბამისი წერილით “ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს მიმართა.

როგორც ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, იმ მინისტრების მიმართ, რომლებიც პარლამენტში არ მოდიან, რეგლამენტის შესაბამისად, სანქციები უნდა გატარდეს.

“ჩვენ გავუგზავნეთ წერილი პარლამენტის თავმჯდომარეს და მოვითხოვთ, მოახდინოს რეაგირება სანქციების გატარების კუთხით იმ მინისტრების მიმართ, რომლებიც ურჩობენ და პარლამენტში არ მოდიან. პარლამენტის თავმჯდომარემ ამ საკითხში უნდა ჩართოს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი და უნდა იქნას დაწყებული პროცედურები რეგლამენტის შესაბამისად”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

დეპუტატმა ეს განცხადება გააკეთა ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის პარლამენტში მოწვევის კონტექსტში. კომიტეტის სხდომაზე პარტია “თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარემ, კახა კუკავამ მოითხოვა, რომ “ომეგა ჯგუფთან” დაკავშირებულ საკითხზე პარლამენტში ფინანსთა მინისტრი მივიდეს.

გოცირიძე კუკავას ინიციატივას ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მაჭავარიანმა შესაბამის კითხვებს უნდა უპასუხოს.

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძე – მე მოვითხოვ ხელისუფლების გადადგომას
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის სახელით ორგანიზებულ მიღებას დაესწრო