პაატა ბურჭულაძე – მე მოვითხოვ ხელისუფლების გადადგომას

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 26, 2018 17:41

პაატა ბურჭულაძე – მე მოვითხოვ ხელისუფლების გადადგომას

მე მოვითხოვ ხელისუფლების გადადგომას, ეს მავნებლები უნდა წავიდნენ, – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ პარლამენტთან აქციაზე განაცხადა.

პაატა ბურჭულაძე ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის აქციას შეუერთდა.

„მგონია, რომ ყველა ვალდებულია, გაქვთ თუ არა გაქვთ იმის დრო რომ აქ იდგეთ, ერთხელ მაინც გამოიაროთ დღის განმავლობაში, რადგან აქ არის გაუთავებელი პანაშვიდი. პანაშვიდი არის არა მარტო შვილმკვდარი მამების, არამედ საქართველოს სამართლის პანაშვიდი. ეს ორი რაღაც უნდა მივუსამძიმროთ ხალხს, ეს არის მამებს და საქართველოს. მე აქციაზე ვარ ახლა. მე ყოველდღე გამოვივლი აქ და ვიქნები ხუთი წუთით მაინც. უბრალოდ მოვედი, რათა იგრძნონ, რომ ვიღაც არის მათ გვერდით. ეს საჭიროა ხალხო. სანამ თქვენს ოჯახებში მოვა, ეს საჭიროა. მიხედეთ ამ ხალხს. მე სანამ თბილისში ვარ, ყოველდღე შემოვივლი აქ. მე ვერ ვიტყვი, რომ საათობით შემიძლია აქ ყოფნა, რადგან ფონდი „იავნანა“ მისახედია. იქაც ისეთივე ტერორია, როგორც აქ. მე ზაზას მოთხოვნას არ ვემხრობი, მე თვითონ მოვითხოვ ხელისუფლების გადადგომას. ეს აუცილებელია. ეს მავნებლები უნდა წავიდნენ საერთოდ”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 26, 2018 17:41

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,108
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics