„ნაციონალური მოძრაობა“ თბილისში მდებარე პარლამენტის შენობას აღარ უყურებს, როგორც მუშაობისთვის უკანონო ადგილს”

როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისში მდებარე პარლამენტის შენობას აღარ უყურებს, როგორც მუშაობისთვის უკანონო ადგილს , – ასე გამოეხმურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ინფორმაციას, რომ გიორგი ვაშაძემ ახალგაზრდებთან შეხვედრა პარლამენტში, აკაკი ბობოხიძის კაბინეტში გამართა.

“ნაციონალური მოძრაობის” უკვე ყოფილი წევრის, გიორგი ვაშაძის შეხვედრის შესახებ კითხვა პარლამენტის თავმჯდომარეს ჟურნალისტებმა დაუსვეს.

„საინტერესო ინფორმაცია მომაწოდეთ. ე.ი. „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ უყურებს ამ შენობას, როგორც უკანონო ადგილს მუშაობისთვის”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითბილის მერიის ბიგ-ბენდის საჩუქარი ქუთაისელებს
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: თბილისის მერის და ჩემი მეგობრის პოზიციით გაოცებული ვარ