დავით უსუფაშვილი: თბილისის მერის და ჩემი მეგობრის პოზიციით გაოცებული ვარ

გამაოცა თბილისის მერის, ჩემი დიდი ხნის კოლეგისა და მეგობრის, პოზიციამ იმასთან დაკავშირებოთ, რომ დეკემბრამდე საკრებულოში მისვლას არ აპირებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მისი თქმით, ცენტრალური ორგანოებიდან თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში ჩარევა არ არის სწორი.

“ყველაზე მეტად გამაოცა თბილისის მერის, ჩემი დიდი ხნის კოლეგისა და მეგობრის, პოზიციამ იმასთან დაკავშორებით, რომ დეკემბრამდე საკრებულოში მისვლას არ აპირებს. ამაზე უბრალოდ გავოცდი ამ განცხადების გამო. მინდა ვთხოვო და ვურჩიო ბატონ დავითს, რომ გაითვალისწინოს თუ დეკემბრამდე, ის არ მოვა საკრებულოშო, შესაძლოა დეკემბრიდან საკრებულოს არ მოუნდეს მასთან შეხვედრა და არა მხოლოდ საკრებულოს. ეს არ არის სწორი პოზიცია – ვინც ასე ეპყრობოდა საკრებულოს თუ პარლამენტს, მაინცამაინც დიდი წარმატებებისთ ის არ მიუღწევიათ. ამაზე მეტყველებს ჩვენი უახლოესი წარსული ყველა კითხვაზე ყველას უნდა ჰქონდეს პასუხი”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისი თქმით, არ მოსვლა და კითხვებზე პასუხის არ გაცემა, ეს არის ყველაზე უფრო ნოყიერი საფუძველი შემდგომი სპეკულაციების და ჭორების.

„მინდა დავინახო განვითარებული თბილისი, ათვისებული ტერიტორიები, გაშენებულო ბაღები, მაგრამ მე მინდა ვხედავდე, რომ ეს ყველაფერი ხდება ყოველგვარი მითქმა-მოთქმის საფუძვლების გარეშე. ისიც ფაქტია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ყველა პოლიტიკური ძალა ცდილობს რაღაც წარმოაჩინოს თავისთვის სასარგებლოდ. თუ ვინმე ზედმეტად აბუქებს პრობლემას, ამას სჭირდება ფაქტებით, ქაღალდებით, დოკუმენტებით უარყოფა და არა ის, რომ მე არ მოვალ სადმე და არ დაგელაპარაკებით“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობა“ თბილისში მდებარე პარლამენტის შენობას აღარ უყურებს, როგორც მუშაობისთვის უკანონო ადგილს”
შემდეგი სტატიაძლიერი წვიმა, სეტყვა და მდინარეებზე წყლის მატება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი