”ნაციონალური მოძრაობა“ შს სამინისტროს მოუწოდებს, მესტიაში მათი პარტიის წევრის მკვლელობის ფაქტი დროულად გამოიძიოს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ენმ-ის მესტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარისა და საკრებულოს დეპუტატ ლომარ ნიგურიანის გარდაცვალების გამო – ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, – ამის შესახებ ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ნაციონალური მოძრაობა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დროულად გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი.
„დღისით, მზისით ჩვენი პარტიის წარმომადგენელი საკუთარი სახლის წინ ჩაცხრილეს. ჩვენ დაველოდებით დეტალების გარკვევას, თუმცა მთავარი მიზეზი, რის გამოც მსგავსი ფაქტები ხდება ქვეყანაში არსებული უმძიმესი მდგომარეობაა – წახალისებული კრიმინალი. ესაა იმ პოლიტიკური ნების გამოხატულება, რასაც დღევანდელი ხელისუფლებას ატარებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, ნაცვლად იმისა, რომ ამ მდგომარეობას ებრძოდეს, კომუნისტური რეიდებითაა წარმოდგენილი“, – განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ივანიშვილი 2012 წელს გვიმტკიცებდა, რომ დენის ტარიფიდან სააკაშვილი იპარავს 1 ლარს… მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ კი ეს ტარიფი იმატებს” – კუკავა
შემდეგი სტატიანათია მეზვრიშვილი: დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი უკვე ცნობილია